მარია მაგდალინელზე ახალი ფილმი გადაიღეს

30 მარტს კინოთეატრებში მარია მაგდალინელის შესახებ ფილმი გამოვა. ახალ ფილმში უარყოფილია მასზე მანამდე გავრცელებული ცნობები, - ამის შესახებ NY Times იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი გარტ დევისია. ფილმში ცნობილი სცენარი შეცვლილია, რათა მაგდალინელი სხვა სახით დავინახოთ. მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მარია მაგდალინელი მეძავი იყო პაპი გრიგოლ პირველისგან მოდის. პაპმა 591 წელს განაცხადა, რომ მაგდალინელი მეძავი იყო, რომელიც იესო ქრისტემ შეიწყალა.

ფილმში მარიამ მაგდალინელის როლს რუნი მარა ასრულებს, ხოლო იესო ქრისტეს ხოაკინ ფენიქსი განასახიერებს.