„ჯორჯიან მანგანეზში" ირწმუნებიან, რომ შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფოს ინსპექტირების ორგანოს - შპს „ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც, 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროზე, შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნებია ასახული.

მათი ინფორმაციით, დასკვნის თანახმად, აღნიშნულ მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო.

"უწყებამ შესაბამისობის სერთიფიკატიც გასცა. აღსანიშნავია, რომ შპს „ტექინსპექტგარანტი” ერთადერთი აკრედიტირებული სახელმწიფო ორგანოა, რომელიც მაღაროებში ტექნიკურ შემოწმებას, გეგმიურად, 6 თვეში ერთხელ ატარებს.

უწყებამ უკანასკნელად შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი 25 იანვარს გამოსცა",-ნათქვამია შპს „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.