2018 წლის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ქალი ანჯელინა ჯოლი გახდა

საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ YouGov-მა მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ცნობილი ადამიანები გამოავლინა, რომლებიც ყველას აღფრთოვანებას იწვევენ.

2018 წლის ყველაზე პატივსაცემი ქალი წელსაც ანჯელინა ჯოლი გახდა.  მეორე ადგილზეე აშშ-ს ყოფილი ლედი მიშელ ობამა გავიდა, ხოლო მესამეზე, ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.
ქალებს შორის მეოთხე ადგილზეა დედოფალი ელისაბედ მეორე, მეხუთეზე ჰილარი კლინტონი დ ა.შ.

ყველაზე პატივსაცემი კაცის ტიტული მილიარდერმა ბილ გეითსმა მოიპოვა. კატეგორიაში „კაცები“მეორე და მესამე ადგილებზე თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა და მსახიობი ჯეკი ჩანი არიან.

ტოპ-20-ეულში ასევე მოხვდნენ: ლვადიმერ პუტინი (მე-6 ადგილი), კრიშტიანო რონალდო (მე-10 ადგილი), ლიონელ მესი (მე-11), დევიდ ბექჰემი (მე-13), ილონ მასკი (მე-14), რომის პაპი (მე-16). დონალდ ტრამპი (მე-17) და ა.შ.