თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შსს-, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ის ადასტურებს ფაქტს, რომ მკვლელობა ბარნოვის 77-ში მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს წარმოამდგენელის ინფორმაციითვე, ფაქტის თვითმხილველი პირები გამოკითხვაზე  იმყოფებიან. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.