ოსკაროსანი კინორეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

ამერიკაში ცნობილი კინორეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Hollywood Reporter იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კინორეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა იყო. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.

ფორმანი შეხეთში 1932 წელს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.

ფორმანის გადაღებულია ცნობილი, ოსკაროსანი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ასევე, „ამადეუსი“ და "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ".