გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ სირიის საკითხზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო.

უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით საგანგებოდ გაიმართა.

რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი გმობდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს და სირიის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ, რვა წევრი ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა და კიდევ ოთხმა თავი შეიკავა. 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს.