დღეს კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის  მომდევნო კვირას კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს იხსენებენ.

ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, თომა  პასუხობდა : „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი. ამის შემდეგ თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“თომამ ქრისტეს აღდგომა და ღვთაებრიობა ირწმუნა.