გვინეტ პელტროუმ საიდუმლოდ იქორწინა

დასავლური მედიის ცნობით, 45 წლის მსახიობმა - გვინეტ პელტროუმ მის შეყვარებულზე, 47 წლის პროდიუსერ ბრედ ფალჩეკზე საიდუმლოდ იქორწინა.

ცერემონიას, რომელსაც ამ დრომდე მკაცრად ასაიდუმლოებდნენ, 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ის ლოს ანჯელესში გაიმართა. 

ხელის მოწერის ცერემონია პაპარაცების ობიექტივში ვერ მოხვდა, თუმცა  ფოტოგრაფებმა გადაიღეს ის სტუმრები, ვინც გვინეთ პელთროუმ და ბრედ ფეკლჩაკმა ქორწილში დაპატიჟეს. 
მათ შორის იყვნენ ჯენიფერ ენისტონი, ჯულია რობერთსი, კამერონ დიაზი, დემი მური, ლივ ტაილერი, ქეით ჰადსონი, რიზ უიზერსფუნი და სხვები.