
სირიის საჰაერო დაცვის ძალებმა პროვინცია ჰომსში ავიაიერიშს უპასუხეს, - ამის შესახებ სააგენტო Sana იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ავიაბაზა შაირათი იყო. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სირიის ძალებმა დაახლოებით 10 რაკეტა მოიგერიეს.
ამასთან, სააგენტო Al-Masdar-ი იტყობინება, რომ ავიაიერიში სირიის ბაზაზე ისრაელმა მიიტანა. გამოცემა წერს, რომ სირიის არმიამ ავიაიერიშს უპასუხა და სამხედრო თვითმფრინავებს რაკეტები დაუმიზნა.
მოგვიანებით, გამოცემა Almayadeen-მა დაწერა, რომ დამასკოს მახლობლად კიდევ ერთი იერიში განხორციელდა, რომელიც აეროდრომზე მიიტანეს.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა სირიაზე ავიაიერიში მიიტანა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ იერიშით ისინი პროირანულ მოძრაობა "ჰეზბოლას" იარაღის ტრანპოსრიტებაში უშლისიან ხელს. ჰეზბოლა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარეს იბრძვის.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


ადამიანი რობოტები აზიის Got Talent - ში
როგორ იცვლებოდა ვარცხნილობა აშშ-ში 100 წლის განმავლობაში
ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |