რიჩარდ გირი საიდუმლოდ დაქორწინდა

მსახიობი რიჩარდ გირი  საიდუმლოდ დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას hellomagazine-ი ავრცელებს.

68 წლის გირმა და მისმა 35 წლის რჩეულმა  ალეჰანდრა სილვამ  ხელი ესპანეთში უკვე მოაწერეს და ამჯერად ურთიერთობის გაოფიციალურებას ამერიკაში აპირებენ.

ცნობილი ხდება, რომ საქორწილო ცერემონია მაისის დასაწყისში გაიმართება, მეუღლეები ხელს ნიუ-იორკში, მსახიობის სახლში მოაწერენ და ღონისძიებას წყვილის უახლოესი მეგობრები დაესწრებიან.
წყვილი გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ალეჰანდრა სილვასთვის ეს მეორე ქორწინებაა და მას ერთი ვაჟი ჰყავს. რაც შეეხება რიჩარდ გირს, ის 1991 წელს სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული, 2002 წელს კი მსახიობ კერი როეულზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი ჰყავს.