48 წლის რეიჩელ ვაისი ორსულადაა

დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვაისი მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ოსკაროსანმა ვაისმა გამოცემa New York Times-ს განუცხდა

„მე და დენიელი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან მალე პატარა გვეყოლება.  სულმოუთქმელად ველით მასთან შეხვედრას“, – განაცხადა მსახიობმა. 

ვაისი 48 წლისაა. მას  უკვე ჰყავს 11 წლის ვაჟი რეჟისორ დარენ არონოფსკისგან.
ეს წყვილისთვის საერთო ქორწინებიდან პირველი შვილი იქნება. ისინი 2011 წელს დაქორწინდნენ.