მორგან ფრიმენს შვილიშვილთან ინტიმურ კავშირში ადანაშაულებენ

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მორგან ფრიმანი თავის შვილიშვილთან ინტიმურ კავშირში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

33 წლის იდინა ჰაინსი 2015 წელს ჭრილობებისგან გარდაიცვალა, რომელიც სავარაუდოდ მისმა მეგობარმა კაცმა ლამარ დევენპორტმა მიაყენა. 

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჰაინსმა დევენპორტს და სხვებს მოუყვა, რომ ფრიმანს მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

იდენა ჰაინსი მორგან ფრიმენის ნაშვილები შვილის შვილი იყო. გაზეთის ცნობით, მათ სავარაუდო რომანზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა.