სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ბოლო ჯერ მოგმართავთ, როგორც მთავრობის მეთაური. ნიკოლ პაშინიანი იყო მართალი. მე შევცდი. შექმნილ ვითარებაში არის რამდენიმე გზა, მაგრამ არც ერთს არ მივყვები. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ ქვეყნის მმართველის თანამდებობას", - განაცხადა სარგსიანმა.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა:

"ქუჩის მოძრაობას მივმართავ, რომელიც წინააღმდეგი იყო, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვყოფილიყავი - მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნებს. მშვიდობა, ჰარმონია და ლოგიკა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა სარგსიანმა.

ცნობისთვის, სერჟ სარგსიანი პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 13 აპრილს აარჩია.