ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ

ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ. 

ჰერცოგინია ლონდონში, წმ.მერის საავადმყოფოში იმყოფება. ახალშობილი და-ძმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ტახტის რიგით მეხუთე პრეტენდენტია. 

დედოფალ ელისაბედ მეორეს მე-6 შვილიშვილი 3 კილოგრამსა და 83 გრამს იწონის. ჯერ უცნობია, რა დაარქვეს ახალშობილს. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.  კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს, კიდევ ორი შვილი ჰყავთ, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ.

„ვულოცავ კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მესამე ბავშვის შეძენას. ვუსურვებ ბედნიერებას“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.