ტყლარწი ჯანმრთელობისთვის საშიშია

კვლევევებით დადგინდა, რომ ტყლარწი  ქიმიურ ნითიერება- ბორაკს შეიცავს.

ამ ნივთიერებას შეიცავს საოჯახო ქიმიის ნაწარმი და მას ლაქების ამომყვან სითხეებსა და ფხვნილებში იყენებენ.

მშობლებმა კვლევების ჩატარება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ბავშვებს ხელებზე დამწვრობა შენიშნეს.

დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს რამდენიმე სკოლაში ტყლარწის გაყიდვა აიკრძალა.

ტყლარწი, გარდა ბორაკისა, შეიცავს წებოსა და საღებავს. ყველა ამ ნივთიერების კომბინაცია კი, კვლევების მიხედვით, კანის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობას იწვევს.