მერკელი: ევროპამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი

ევროპას აღარ შეუძლია უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს ბოლომდე დაეყრდნოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის კარლოს დიდის ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

 მისი თქმით, ევროპამ საკუთარი ბედი თავად უნდა განსაზღვროს.

„აღარ არის ისე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ გვიცავს. ევროპამ თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ეს არის ჩვენი სამომავლო ამოცანა“,– განაცხადა კანცლერმა.

 შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, შეთანხმების ევროპელმა მონაწილეებმა კი განაცხადეს, რომ პირობების შესრულებას განაგრძობენ.