ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს შედგება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში 12 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. 

„ძალიან მოსალოდნელი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება. ჩვენ ორივენი შევეცდებით ეს მომენტი განსაკუთრებული გავხადოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი.

როგორც CNN ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს სინგაპურში შეხვედრის ორგანიზების დავალება უკვე მისცეს.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან არ შედგებოდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დემილიტარიზებული ზონა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის იდეალური ადგილი იყო.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მარტში დათანხმდა.