მამა ანდრია: მივმართავთ შესაბამის უწყებებს ყველანაირი აგრესიის გამოვლინება სწრაფად აღკვეთონ

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა, რომელიც 17 მაისს გაიმართება არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, - ამის შესახებ მამა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დეკანოზმა აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილს მოუწოდა, მსვლელობაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

"დღესასწაულისათვის სრულიად შეუსაბამო რიტორიკა ისმოდა, იგრძნობოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით ყველას გასაგებად ვთქვათ, რომ ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა რომ ნამდვილ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ამიტომ მივმართავთ ყველას ვისაც რაიმე ამდაგვარი განწობები აქვს თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისაგა.  ასევე გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყველანაირი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს სწრაფად ც", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.