შუახევში ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

შუახევში, ზამლეთის ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დასრულებული პროექტი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები,შეიცვალა იატაკი, ჭერი, მოწესრიგდა სველი წერტილები, დამონტაჟდა ელექტროგაყვანილობა.

 მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ,,თემურ აბულაძე“ აწარმოებდა.

პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ 4380 ლარით დაფინანსდა.

ამბულატორია 2 სოფლის ნენიის და ნიგაზეულის მოსახლეობას მოემსახურება.

მიმდინარე წელს დაგეგმილია ჭვანის და ბრილის ამბულატორიების რეაბილიტაცია.

იგეგმება ასევე წყალსაყრის ამბულატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

 

(NS)