ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიცერი სამხრეთ კორეაში ნავით გაიქცა

ჩრდილოეთ კორეის არმიის ოფიცერი, სამოქალაქო პირთა ერთად ქვეყნიდან პატარა ნავით გამოიქცა და სამხრეთ კორეის მიმართულებით გაემართა. 

Yonhapnews- ის ცნობით, ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების გემიდან ყვითელ ზღვაში, პენიონდოს კუნძულის ჩრდილოეთით შენიშნეს. 

გამოქცეულები ამჟამად სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 
მედიის ინფორმაციით, 2008 წლის შემდეგ, ეს ჩრდილოეთ კორეიდან ოფიცრის გაქცევის პირველი შემთხვევაა. მაშინ ეს 28 წლის ლეიტენანტმა მოახერხა და ქვეყნებს შორის არსებული სახმელეთო საზღვარი გადაკვეთა.

სამხრეთ კორეაში 30 ათასი ჩრდილოეთ კორეადან გამოქცეული ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის პოლიტიკით, უკვე წლებია სეული გაქცეულებს მფარველობს.