დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილის ცერემონია დაიწყო (LIVE)

თბილისის დროით 15:00 საათზე ლონდონში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი იქორწინებენ.

ჯვრისწერის ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამრეკლოში იმართება. პროცესია 1 საათს გასტანს. წყვილს ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი დაწერს.

ჯვრისწერის ცერემონიაზე უკვე მივიდნენ ელტონ ჯონი, ოპრა უინფრი, ჯორჯ და ამალია კლუნები, დევიდ და ვიქტორია ბექემები. სტუმრებს შორისაა ცნობილი ინგლისელი ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენი მეუღლესთან ერთად.

სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად, ამ წუთებში ქუჩებში ათი ათასობით ადამიანია გამოსული.