ელტონ ჯონის კონცერტის ჩატარების თარიღი ცნობილია

Black Sea Arena-ზე ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება.

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და 1 ივლისს კონცერტებს გამართავს. 

2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი კონცერტი არტისტმა წელს, ზაფხულში გადმოიტანა. შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე; 17 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 1 ივლისის კონცერტზე.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი „Wonderful Crazy Night “-ის პროგრამით საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“. 

დაგეგმილი კონცერტის ბილეთები გაყიდვაშია და მისი შეძენა მსურველებს TKT.GE- სა და SOLO ლაუნჯში შეუძლიათ.