დღეს საქართველოს დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა.

გრიბაუსკაიტე თბილისში 14:00 საათზე ჩამოვა.

დღესვე, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი ლიეტუვას და საქართველოს პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

გრიბაუსკაიტე ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

ლიეტუვას პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.