იუნკერი: მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიკროფინანსური დახმარებისთვის 45 მილიონ ევროს გამოყოფს. 

როგორც იუნკერმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოს განვითარებაში ევროგაერთიანება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

"საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან და ასევე ევროპელების და ზოგადად ევროპის გულთან. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები მიუხედევად ხანმოკლე პერიოდისა. ევროკაშირი მოხარულია, რომ შეუძლია საქართველოს ასე დაეხმაროს, მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ კიდევ 40 მილიონის ფონდები ჩავდეთ ასეთ ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს არის 597 მილიონი, რაც ევროკავშირმა საქართველოსთვის დახარჯა 2014 წლიდან 2018 წლამდე. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვარ ძალიან ამაყი, რომ თქვენ მე აქ დამპატიჟეთ ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად“, - განაცხადა იუნკერმა. 

მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა.