აზერბაიჯანსა და სომხეთში, დღეს, პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ

 აზერბაიჯანსა და სომხეთში 
საქართველოს შემდეგ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს, დღეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში აღნიშნავენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნებში სხვადასხვა საზეიმო ღონიძიებებია დაგეგმილი. 
სომხეთი

სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,  ნიკოლ ფაშინიანი ჩაიბარებს.

სამხედრო აღლუმს სომხეთში, აღლუმი ერევნიდან 40 კილომეტრის დაშორებით, მემორიალურ კომპლექს „სარდარაპატზე“ გაიმართება.
 

2-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია 

პირველი რესპუბლიკა სომხეთის ტერიტორიაზე, 1918 წლის 28 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად შეიქმნა. 

 „ახალ ვითარებაში, რომელიც ამიერკავკასიის პოლიტიკური კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, სომხეთის ეროვნული საბჭო თავს უმაღლეს და ერთადერთ ხელისუფლებად აღიარებს სომხეთის ოლქებში“- ამის შესახებ შესახებ შეკრებილებს, თბილისში  მთავრობის შენობის აივნიდან  სახელმწიფო და საზოგადოებრივმა მოღვაწემ, არამ მანუკიანმა აცნობა. 

ეს სიტყვები  რამდენიმე დღეში ერევანშიც გაისმა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა.

2- წლიანი არსებობის განმავლობაში ამ სახელმწიფომ შეძლო იმ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, რომლებიც მეფის რუსეთის შემადგენლობაში სომხურად იყო მიჩნეული.

ხელისუფლება ყველა საშუალებით ეწინააღმდეგებოდა საზღვარგარეთიდან სომხეთზე განხორციელებულ ზეწოლას.

ასევე, მთავრობა აქტიურად ზრუნავდა დევნილებზე და  იმ ადამინებზე, რომლებიც ოსმალურ თურქეთში განხორციელებულ გენოციდს სასწაულებრივად გადაურჩნენ. 
სომხეთის დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ  2 წელიწადი იარსება. შემდეგ ის  საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. 

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 28 მაისს შეიქმნა. მისი დედაქალაქი განჯა იყო.  
აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება. 1920 წლის 28 აპრილს ქვეყანა წითელმა არმიამ დაიკავა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანა მუსულმანურ სამყაროში.

1990 წლიდან  ეს დღე როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობის  აღდგენის  და  სახელმწიფო დღესასწაულის დღე   აღინიშნება.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემორიალი ყვავილებით უკვე შეამკო. 

მოგვიანებით, ის ყოველწლიურ ოფიციალურ მიღებას გამართავს.