დეკანოზ შიო მენაბდის შვილის დავით სალარიძის მკვლელობის საქმეში მონაწილეობა საპატრიარქოსთვის ცნობილი იყო

დეკანოზ შიო მენაბდის შვილის დავით მენაბდის ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევაში მონაწილეობის შესახებ საპატრარქოსთვის ცნობილი იყო. ამის შესახებ "პირველ ნიუსს" საპატრიარქოდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

"პირველი ნიუსის" ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობ იაკობაშვილი, რომელიც მუჯირის ახლო მეგობარია.

 წყარო ირწმუნება, რომ რამდენიმე მაღალიერარქი ამ საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორ შოთაძესაც შეხვდნენ. რაზე იყო შეხვედრაზე საუბარი უცნობია.

ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილის გარდა, სამღვდელოების წარმომადგენლის, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი იყო ჩართული.

კურიერის ექსკლუზივი - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია. პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს. მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა. კურიერის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.