ვაინშტეინმა სასამართლოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდება უარყო

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პროდუსერი ჰარვი ვაინშტეინი ბრალს არ აღიარებს. BBC-ის ცნობით,  ამის შესახებ მან მანჰეტენის უზენაესი სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ვაინშტეინს ბრალდების მხარე 70-ზე მეტი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,პირველი ქალი, რომელმაც ვაინშტეინი დაადანაშაულა, მსახიობი რომოლა გარაია. ასევე მსახიობი და ტელეწამყვანი ლორენ სივიანი, ყოფილი მოდელი ზოი ბროკი, მსახიობი და რეჟისორი აზია არჯენტო, მსახიობი ლუსია ევანსი, მირა სორვინო, როზანა არკეტი, იტალიელი მოდელი ამბრე გუტერესი, ასევე გვინეტ პელტროუ და ანჯელინა ჯოლი.

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰოლივუდის მსახიობმა ეშლი ჯადმაც შეიტანა. ის ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელიც ჰოლივუდელ პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.