ლონდონში ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან მაშველებმა რობი უილიამსი გამოიყვანეს

ლონდონში, ცეცხლმოკიდებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან მაშველებმა რობი უილიამსი გამოიყვანეს.

THE SUN_ის ცნობით  სასტუმრო Mandarin Oriental-ი ასობით სტუმარმა დატოვა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე 20 სამაშველო ჯგუფი და 100-მდე მეხანძრე რჩება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი მასშტაბურია. მომხდარის გამო მიმდებარე ქუჩებზე შეზღუდულია მოძრაობა.  ახლომდებარე შენობებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც. 

როგორც ლონდონის სასწრაფო დახმარების სერვისი ავრცელებს ინფორმაციას, მათ არც ერთი ადამიანისთვის დახმარება არ აღმოუჩენიათ.

ინფორმაცია დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.