„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.

შეხვედრაზე მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.