ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია

ე.წ. სამხრეთ ოსეთი 26 აგვისტოს "დამოუკიდებლობის" 10 წლისთავს აღნიშნავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

"სპუტნიკი" სეპარატისტული რეჟიმის მიერ ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრების სიას აქვეყნებს. მიწვეული სტუმრების სიაში არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ვენესუალას ლიდერი ნიკოლას მადურო, ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელო ორტეგა, ნაურუს ლიდერი ბარონ დივავესი ვაკა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, ოკუპირებული ლუგანსკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო და მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელი ბაკო სააკიანი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის პრეს-მდივნის ინფორმაციით, ღონისძიებას შესაძლოა რუსეთის პატრიარქი კირილეც დაესწროს. მისივე თქმით, მანამდე ცნობილი გახდა, რომ 10 წლის "იუბილეს" სერბეთის პრეზიდენტი მილორად დოდიკი დაესწრებოდა.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში ჯერ რუსეთმა, ხოლო შემდეგ ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.