ლუკ ბესონი გაუპატიურებაში ისევ დაადანაშაულეს

ცნობილი კინორეჟისორი ლუკ ბესონი გაუპატიურებაში უკვე მეორედ დაადანაშაულეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Mediapart ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კასტინგების ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ბესონთან ერთად მუშაობდა, მან ქალზე სექსუალურად იძალადა. 

მედიის ცნობით, 49 წლის ქალმა საჩივარი პარიზის სასამართლოში 6 ივლისს შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბესონი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. პირველ შემთხვევაში ბესონს გაუპატიურებაში ბრალი 27 წლის მოდელლმა და მსახიობა დასდო, თუმცა რეჟისორმა ბრალდება უარყო. 

ლიუკ ბესონი ფრანგი რეჟისორია, რომელმაც ისეთი ცნობილი ფილმები გადაიღო  როგორებიცაა: "ლეონი", "ტაქსი", "ვასაბი" და "მეცამეტე რაიონი".