პარტნიორები

სააგენტოს ხელმომწერები და მომხმარებლები შეუფერხებლად (ონლაინ რეჟიმში) იღებენ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე. ამაზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ვებგვერდის მომხმარებლები არიან - საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ასაკობრივი კატეგორია: 18 წლიდან 70 წლამდე. ქალები 45 პროცენტი 55 პროცენტი მამაკაცები.

ჩვენი პარტნიორები არიან, ბანკები, სახლმწიფო უწყებები, სამინისტროები, სიპები, ფარმაცევტული კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცეიბი, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესი.