კრემლი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას „პოლიტიკურ კლოუნადად“ აფასებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას „პოლიტიკური კლოუნადა“ უწოდა, - ამის შესახებ unian.ua იუწყება.

აღნიშნული შეფასება კრემლის წარმომადგენელმა მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა : "ადევნებს თუ არა კრემლი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას?"

„კრემლის დღის წესრიგში უამრავი სერიოზული საკითხი დგას, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ. ამით ვართ დაკავებულები. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სერიოზულ კატეგორიას განეკუთვნება. ეს უფრო კურიოზული საკითხების თემაა, რომელიც პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.