კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი „გელა თბილისსკი“ დააკავეს (ვიდეო)

უკრაინის სამართალდამცველებმა კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი "გელა თბილისსკი" დააკავეს, - ამის შესახებ NewsOne იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 51  წლის გელა ჯოშუა სამართალდამცველებმა პირველად მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს და უკრინის ტერიტორიიდან გააძევეს, თუმცა ცოტა ხნის წინ მათთვის ცნობილი გახდა, რომ კანონიერი ქურდი ისევ უკრაინაშია.

მედიის ცნობით, "გელა თბილისსკი" რუსეთის მოქქალაქეა და კრიმინალურ სამაყროში ცნობილი ფიგურაა. კერძოდ, ის უკრაინაში ავტომობილების ქურდებს მფარველობდა.

„პოლიციის თანამშრომლები ახლა არკვევენ თუ როგორ და რა საბუთებით შემოვიდა აღნიშნული პირი უკრაინის ტერიტორიაზე. ამჟამად მისი გაძევების საკითხი განიხილება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.