უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გარღვევის საქმეს ხულიგნობის მუხლი დაემატა

10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გარღვევის საქმეს კიდევ ერთი მუხლი დაემატა, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმეძე აღძრულ მუხლებს უკრიანის სსკ-ის 296-ე მუხლის მესამე ნაწილიც დაემატა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. 

როგორც უკრაინული მედია წერს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ლვოვის პოლიციის საფუძველზე შექმნილი გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი ატარებს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი პოლონეთიდამ, მხარდამწერების დახმარებით, 10 სექტმებრს გადაკვეთა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინელმა სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს, ხოლო რაც შეეხება გამოძიებას ის მანამდე 2 მიხლით მიმდინარეობდა.