მოსკოვში აფეთქების საფრთხე არსებობს - 23 ობიექტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრებიდან, სადგურებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხალხის ევაკუაცია 23 ობიექტიდან განხორციელდა, რომელთა დანაღმვის შესახებ პოლიციამ ანონიმური შეტყობინება მიიღო.

როგორც მედია წერს, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ სამ სადგურზე - ყაზანის, ლენინგრადისა და კიევის. ქალაქის მასსტაბით საგანგებო სამსახურების თანამშრომლები და კინოლოგები მუშაობენ.

მედიის ცნობით, მსგავსი შეტყობინებები გუშინ ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში შევიდა, რის შედეგადაც 45 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. სამართალდამცავები მომხდარს სატელეფონო ტერორიზმად აფასებენ.