ევროკავშირის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტსივრცეები მოეწყობა

ევროკავშირის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტსივრცეები მოეწყობა. პროგრამის მიზანი ნაკლებად დასახლებული რეგიონების ინტერნეტით აღჭურვაა, - შესაბამისი კენჭისყრა ევროპარლამენტიში გუშინ გაიმართა. 

ინფორმაციას ციფრული ეკონომიკის ევროკომისრი მარია გაბრიელი ავრცელებს.

მისივე თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს იმ ტერიტორიებსა და ობიექტებს, სადაც უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. 

ამასთან, როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად 120 მილიონ ევროს გამოყოფს.

ხსენებული ინტერნეტსივრცეები 6-დან 8 ათასამდე პუნქტში მოეწყობა. ესენია: სკვერები, საავადმყოფოები, მუზეუმები, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტები.