„მომარტყეს, კარგად ვარ“ - რომის პაპი ავტომობილით გადაადგილებისას მსუბუქად დაშავდა

რომის პაპმა ფრანცისკემ, კოლუმბიაში ვიზიტის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას წონასწორობა დაკარგა და  ავტომობილის მინის დამცავს თავი დაარტყა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პანტიფიკოსს მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

როგორც ვატიკანში აცხადებენ, რომის პაპს დაზიანებულ ადგილებზე ყინული მიადეს და მან ვიზიტი განაგრძო. მათივე ცნობით, პანტიფიკოსი თავს კარგად გრძნობს.

თვითმხილველების თქმით, ფრანცისკეს სისხლიც წამოუვიდა. მოგვიანებით პანტიფიკოსმა მომხდართან დაკავშირებით იხუმრა: "მომარტყეს. კარგად ვარ".