შუახევის ბიუჯეტი 9 მილიონ 557 ათას 631 ლარს შეადგენს

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით 16 საკითხი განიხილეს.

პირველ საკითხად ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს, მერიის საფინასო სამსახურის უფროსმა ანხორ ცეცხლაძემ წარუდგინა.

 18 მომხრე, 4 წინააღმდეგი ,ხოლო ერთმა თავი შეიკავა - შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 მილიონ 557 ათას 631 ლარს შეადგენს.

ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პროექტები; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა; ტურიზმი, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის სფეროების ხელშეწყობა.

 

(NS)