ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ.

ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

 ფაქტის შესახებ ერთ-ერთი ოჯახისთვის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

დღეს ორივე გარდაცვლილს ასაფლავებენ, ცხედრები ოჯახებმა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს.

,,ხუთი დღე სხვის მიცვალებულს ტიროდა ოჯახი. გამოყვანის დროს შვილს კი შეეპარა ეჭვი, მაგრამ იფიქრა, რომ ავადმყოფობის მერე შეეცვალა სახე მიცალებულს. რას წარმოიდგენდა თუ ეს მოხდებოდა. სახელი და გვარიც მიწერილი ჰქონდა. ეს იყო საავადმყოფოს შეცდომა"- ამბობს "იმედთან" ოჯახის ახლობელი.