თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

ახმეტის რაიონში სპეცოპერაციისას სპეცრაზმელის  მიერ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, მაჩალიკაშვილს გული 4-ჯერ გაუჩერდა  და რეანიმაცია წარუმატებლად დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშილმა დაკავებისას ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა. მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.