მოსკოვის ქუჩებში ველური მელიები შენიშნეს

მოსკოვის ქუჩებში ველური მელიები შენიშნეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მელიები ქალაქში ძალიან ბევრია. ისინი ტყე-პარკებიდან საკვებისთვის გამოდიან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მელიები გარეული ცხოველები არიან. ამიტომ, თუ მათ ქუჩაში შენიშნავთ, არ შეეცადოთ მიახლოვებას, შეხებას ან გამოკვებას“,- განაცხადა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების განყოფილების დირექტორმა სერგეი ბურმისტროვმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში მელიების მომრავლება გარკვეულწილად მაწანწალა ძაღლების რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული.