ჰოლივუდის დიდების ხეივანში მერი ჯ.ბლაიჯის ვარსკვლავი გაიხსნა

ჰოლივუდის დიდების ხეივანს რიგით ორი ათას 626-ე  არენ ბის ჟანრის შემსრულებელს მერი ჯ. ბლაიჯის ვარსკვლავი  შეემატა.

ორგანიზატორებმა ვარსკვლავის გახსნის ცერემონია  მომღერლის დაბადების დღეს  დაამთხვიეს და ღონისძიებაზე მისი უახლოესი მეგობრები მიიწვიეს.

მერი ჯ. ბლაიჯი 47 წლის გახდა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მომღერალი 31-ჯერ იყო ნომინირებული "გრემიზე" და 9 ჯილდო მიიღო.

90-იანი წლების ბოლოს მომღერალმა სამსახიობო კარიერაც დაიწყო და "მადბაუნდში" შესრულებული როლისთვის "ოქროს გლობუსზე" იყო ნომინირებული.