ლეონარდო დიკაპრიო ტარანტინოს ახალ ფილმში ითამაშებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეონარდო დიკაპრიო კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. 

წინასწარი ინფორმაციით ის მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და სიუჟტი 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ.

ტარანტინომ შერონ ტეიტის როლის თამაში მარგო რობის შესთავაზა.

ფილმს Sony გადაიღებს, ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. ზუსტად 50 წლის შემდეგ, რაც მენსონის ოჯახმა სასტიკად აწამა და მოკლა შერონ ტეიტი და მისი სტუმრები.