ევროვიზია 2017-ის გამარჯვებულ სალვადორ სობრალს გული გადაუნერგეს

ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული სალვადორ სობრალი გულის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

მომღერალი მკურნალობის კურსს ლისაბონის სიახლოვეს, სანტა კრუსის სახელობის კლინიკაში გადიოდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სობრალი რეაბილიტაციას სახლის პირობებში გაივლის, ამ ეტაპზე მას დატვირთვა და სცენაზე დგომა ეკრძალება.

მომღერალს გულის ოპერაცია თანდაყოლილი გულის მანკის გამო დასჭირდა.