აშშ-ში სავიზო განაცხადისას სოციალურ ქსელების მონაცემების წარდგენა სავალდებული გახდება

აშშ-ში ვიზიტის მსურველებს, ვიზების მოთხოვნისას, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მათი ანგარიშების მონაცემების წარდგენა მოუწევთ. 

CNN-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების მიხედვით, ეს ცვლილება ყველა განმცხადებელს ეხება და ეს მოთხოვნა იმოქმედებს დაახლოებით 15 მილიონ პოტენციურ ემიგრანტზე,

ამ სიაში ისინიც შევლენ, ვისაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღება სურთ. გამონაკლისია დიპლომატიური ვიზა.

ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით, კითხვარს დაემატება შეკითხვები ძველ სატელეფონო ნომრებზე, ელექტრონულ ფოსტის მისამართებზე და ა.შ.

ასევე, მსურველებმა უნდა დაწერონ, ხომ არ იყო, ან არის, მათი რომელიმე ოჯახის წევრი ტერორისტული საქმიანობით დაკავებული.

სახელმწიფო დეპარტამენტი შემოთავაზებულ ცვლილებებს ოფიციალურად  დღეს გამოაქვეყნებს. ძალაში კი 60 დღის შემდეგ შევა.