ხარაგაული - ლაშეს მონაკვეთზე მატარებლები ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ

სიახლე ხარაგაული-ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.

4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

 

(NS)