აშშ-ში ფალსიფიცირებულ კოსმეტიკაში ფეკალიები აღმოაჩინეს

ლოს-ანჯელესის პოლიციამ 21 ლოკაცია შეამოწმა, სადაც 700,000 დოლარის ღირებულების კოსმეტიკაში ბაქტერიები და ადამიანის ფეკალიებიც კი აღმოჩნდა.

პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა, სხვადასხვა ჩივილების გამო, შეძენილი კოსმეტიკა დაიწუნეს, მათ კანზე, ძირითადად, გამონაყარი და გაღიზიანება ჰქონდათ.

შემოწმებისას ამოიღეს ისეთი ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებული ნაწარმი როგორებიცაა: Urban Decay, NARS, MAC, Kylie.