
ერევანში მომიტინგეებმა პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრის ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ავტომობილების მძღოლებს ბოდიში მოუხადა და განუმარტა, რომ ეს პოლიტიკური აქციაა.
„ბოდიშს ვუხდით ყველა მოქალაქეს, ვისაც უხერხულობა შეექმნა, თუმცა ამ მცირე უხერხულობით ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ უფრო დიდ უხერხულობას, რომელსაც სერჟ სარგსიანი და რესპუბლიკური პარტია ჰქვია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ერევანში აქცია გუშინ დაიწყო, აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წარდგენა გააპროტესტეს. მათი თქმით, სარგსიანი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


ადამიანი რობოტები აზიის Got Talent - ში
როგორ იცვლებოდა ვარცხნილობა აშშ-ში 100 წლის განმავლობაში
ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |