ცისფერი აბი - რევოლუცია შიდსთან ბრძოლაში

რა არის პრეპი, რომელიც ადამიანს დაინფიცირებისგან იცავს? არის თუ არა პრეპი რევოლუცია შიდსთან ბრძოლაში. კვლევებით დასტურდება, რომ ეს აბი აივ ინფექციისგან დაინფიცირების რისკს 99% - ით ამცირებს.

რა არის პრეპი?

პრეპი - პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი, ინფეექცისადმი განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისათვის. პრეპ მედიკამენტის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ის 99% - ით იცავს ადამიანს აივ ინფიცირებისგან. პრეპ პრეპარატი არის ახალი მეთოდი აივ – შიდსის პროფილაქტიკაში, ეს უნიკალური პრეპარატი ადამიანის ბიოლოგიურ ნაწილს, სხვა დაავადებული ადამიანისგან სრულად იცავს. 

თუ კი ადამიანს ჰქონდა კონტაქტი აივ– შიდსით დაავადებულ პირთან და ის ამაში არის დარწმუნებული, პრეპ პრეპარატის მიღების შემთხვევაში 28 დღის განმავლობაში ვირუსი ორგანიზმში დამარცხებული იქნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აივ შიდსის პროფილაქტიკის კომისარის დემეტრ დასკალაკის განცხადებით. პრეპარატს ადამიანის ორგანიზმში იმუნო დეფიციტის შეჩერება შეუძლია. ამჟამად პრეპარატი აქტიურ წარმოებაშია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.

პრეპის შეძენა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, საქართველოში, მას როგორც აივ ინფექციათან ბრძოლის პრეპარატს  2017 წლის სექტემბრიდან მოიხმარენ. მისი შემომტანი არის ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ რომლის სპონსორიც „გლობალური ფონდია“. პრეპ პროგრამა სრულიად კონფიდენციალურია, პროგრამაში ჩართვისთვის გამოიყენება სპეციალური კოდი, არავის აქვს წვდომა პირად მონაცემებზე,  ამ ადამიანებისთვის პრეპ მედიამენტი სრულიად უფასოა.



„1news.ge“ - შეხვდა პრეპის პროგრამაში ჩართულ ბექა გაბადაძეს რომელმაც პრეპის ქმედითუნარიანობასა და ეფექტურობაზე ისაუბრა.

99% -ი გადაჭარბებული ციფრი ხომ არ არის?

- არა, ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. კვლევებით დასტურდება რომ პრეპარატი ნამდვილად ამცირებს აივ ინფექციისგან დაინფიცირების რისკს,ის ბიოექვივალენტურია და შემოწმებას გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ლაბორატორიული კვლევებით, ეს მოსაზრება მტიცებულებებზეა დაფუძნებული. 2013 წლიდან პრეპი თითქმის ყველა ქვეყანაში ეფექტურად გამოიყენება. 

აივ ინფექციის გარდა, რა დაავადებებისგან იცავს პრეპი სქესობრივი კავშირის დროს ადამიანს და აუცილებელია თუ არა კონდომის გამოყენება მასთან ერთად?

- პრეპის გამოყენებასთან ერთად აუცილებელია ვიყენებდეთ კონდომს,რომლის გამოყენებას შესაბამისი განათლება სჭირდება, პირველ რიგში აუცილებელია მოვიხმარდეთ კარგი ხარისხის კონდომს და შემდგომ ვიცოდეთ მისი სწორი გამოყენება, პრეპი კი, მხოლოდ აივ ინფექციისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

რომელი ასაკიდან და რა ინტენსივობით უნდა მიიღოს ეს მედიკამენტი ადამიანმა?

- პრეპი დასაშვებია, მხოლოდ სრულწლოვანი ადამიანებისთვის, მისი მიღება აუცილებელია ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს, ერთი აბი.

აქვს თუ არა პრეპს გვერდითი მოვლენები?

- პრეპ მედიკამენტს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სამედიცინო დანიშნულების პრეპარატს, რა თქმა უნდა, ახასიათებს გვერდითი მოვლენები; თუმცა ისინი იშვითად ვლინდება და სიცოცხლისათვის  საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეპ პროგრამა მოიცავს ექიმის რეგულარულ მეთვალყურეობას აღნიშნულ გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და მართვის მიზნით.

რამდენ ხანს მოუწევს ადამიანს პრეპის მოხმარება?

- პრეპის ხანგრძლივობა დამოიდებულია სპეციფიკურ საჭიროებებსა და ქცევებზე, უფრო ზუსტად კი, იმ ქცევების ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე, რომელიც გაყენებს აივ ინფიცირების რისკის ქვეშ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, იმისთვის, რომ პროგრამაში ჩაერთოს?

- ლგბტ თემის წარმომადგენელ პირებს, სექს მუშაკებს და მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვთ დაინფიცირებულ ადამიანებთან და თავად არ აქვთ აივ ინფექცია, შეუძლიათ ჩაერთნონ პრეპ პროგრამაში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავსტრიელი ექიმების ვარაუდით, 2020 წლისთვის აივ ინფექციის გავრცელება შეწყდება, საქართველოს შემთხვევაში, კი დაიფიცირების შემცირებას ხელს შეუწყობს, პრეპ პროგრამის სახელმწიფო მხარდაჭერა.

მოამზადა: სალომე უბირიმ და ქრისტინე ჟორჟოლიანმა